ავტომობილის დაზღვევა – რა პირობებს გვთავაზობენ მზღვეველები?

სტატია განახლებულია: 7/8/2018, 12:52

ავტომობილის დაზღვევა

ინდივიდუალური დაზღვევა – მზღვეველი კომპანიების პაკეტების შედარება

კომპანია რეიტინგი ფასები (ავტ. ღირებულიბის) ანაზღ. სრულ განადგურ.
ჯი პი აი ჰოლდინგი ★★★★★ წლიური 2.5%-დან 70%+
ალდაგი ★★★★☆ წლიური 3%-დან 80%+
უნისონი ★★★★ წლიური 3%-დან 70%+
არდი ★★★☆ წლიური 3%-დან 80%
აი სი ჯგუფი ★★☆ წლიური 2%-დან 80%

ავტომობილის დაზღვევა უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ამის მიზეზად, რა თქმა უნდა, ავტომობილებისა და შესაბამისად საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობის ზრდა შეიძლება ჩაითვალოს.

გვჭირდება თუ არა ავტო დაზღვევა?

ავტომობილის დაზღვევა, საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ჩვენს მფლობელობაში არსებული ავტოტრანსპორტის დაზიანების/განადგურების, ავტომობილის მართვისას მძღოლის, ან მგზავრების დაზარალების და სხვისი ქონების განადგურების შედეგად წარმოქმნილი ფინანსური დანახარჯები.

თუ ფიქრობთ, რომ არსებობს მეტ-ნაკლები რისკი საავტომობილო შემთხვევის, ან თქვენი ავტომობილის რაიმე სხვა მიზეზით დაზიანების, მაშინ სასურველია გქონდეთ ავტო დაზღვევა.

რას მოიცავს ავტოტრანსპორტის დაზღვევა?

ავტოტრანსპორტის დაზღვევის არეალი მოიცავს ნებისმიერი სახის დაზიანებას, სრულ კონსტრუქციულ განადგურებას ან დაკარგვას, რაც შეიძლება გამოიწვიონ იმ საფრთხეებმა რომელიც ხელშეკრულებაში არის ჩადებული.

დაზიანება – ავტომობილის სხვადასხვა მიზეზით დაზიანება, რომელიც აღდგენადია შესაბამისი სარემონტო სამუშაოების გაწევის შემდეგ.
კონსტრუქციული განადგურება – ავტომობილის ისე დაზიანება, როდესაც მისი აღდგენის ტექნიკური შესაძლებლობა არ არსებობს, ან მისი აღდგენისთვის საჭირო სარემონტო სამუშაოების ღირებულება აჭარბებს დაზღვეული თანხის 70-80%-ს.
დაკარგვა – ავტომობილის დაკარგვა მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედების, ან სტიქიური უბედურების გამო.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ანაზღაურება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაზიანება გამოიწვია ხელშეკრულებაში ჩადებულმა საფრთხემ. დაზღვევა, როგორც წესი, არ ანაზღაურებს ექსპლუატაციის ვადის გასვლისა, თუ სხვა მსგავსი მიზეზებით ავტომობილის ნაწილების დაზიანებას.

რომელი მხარის ხარჯებს ანაზღაურებს დაზღვევა?

ავტომობილის დაზღვევა ავარიისაგან
“მხოლოდ ჩემი კუთვნილი ავტომობილის ხარჯები მინაზღაურდება, თუ მისიც, ვინც დავაზიანე?” – ალბათ, ეს კითხვა ბევრ ჩვენგანს გაჩენია. პასუხი მასზე ძალიან მარტივია: გააჩნია, თუ როგორ სადაზღვეო პაკეტს აირჩევთ. ავტოდაზღვევა ძირითადად მოიცავს:

  • CASCO – ავტომობილის დაზღვევას, რაც გულისხმობს, მხოლოდ თქვენი ავტომობილის დაზღვევას და მისი ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში, ზიანის თანხის განსაზღვრას დაზიანებული ავტომანქანის აღდგენითი (შენაცვლებითი) ღირებულების ოდენობით, ხოლო სადაზღვევო პრემიის გადახდის გრაფიკი განისაზღვრება ინდივიდუალურად.
  • MTPL – ავტომობილის ექსპლუატაციის შედეგად მესამე პირების წინაშე წარმოქმნილი პასუხისმგებლობის დაზღვევას. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ დააზღვიოთ თქვენი პასუხისმგებლობა სხვა პირების წინაშე. თუ თქვენი ავტომობილით სხვა პირის ჯანმრთელობას, ან ქონებას მიაყენებთ ზიანს, სადაზღვევო კომპანია გადაუხდის მესამე პირს დაზიანებული ქონების (მათ შორის, ავტომობილის) აღდგენის, ან დაზიანებული მესამე პირის მკურნალობისთვის გაწეულ ხარჯებს.
  • MPA – მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევას.
    შეგიძლიათ დააზღვიოთ მძღოლი და მგზავრები, რომლებიც თქვენი ავტომობილით გადაადგილდებიან, მგზავრობისას დამდგარი უბედური შემთხვევებისაგან. ასეთი დაზღვევის არსებობისას, ანაზღაურდება დაზიანებული პირების მკურნალობის ხარჯებიც. გარდაცვალების შემთხვევაში, თანხა აუნაზღაურდება გარდაცვლილის კანონიერ მემკვიდრეს.

საინტერესოა ის, რომ თქვენ დამოუკიდებლად შეგიძლიათ შეიძინოთ მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა (MTPL) და მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა (MPA) მიუხედავად იმისა, დაზღვეული გყავთ თუ არა თავად ავტომობილი.

თუ თქვენი ავტომობილი დაზღვეულია სამივე დაფარვით, მაშინ აგინაზღაურდებათ, როგორც თქვენი ავტოტრანსპორტის დაზიანებით გამოწვეული ხარჯები, ასევე ის ზარალი რაც სხვას მიაყენეთ.

როგორ განისაზღვრება ფულადი ლიმიტი მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას?

სადაზღვეო პერიოდის განმავლობაში ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ლიმიტი ყველა სადაზღვეო კომპანიაში განსხვავებულია და მითითებულია თავად პოლისში. ავტომობილის, ან სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის შემთხვევაში, რაც გულისხმობს დაზღვეული ავტომანქანის მიერ მესამე პირების სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, პასუხისმგებლობის საერთო ლიმიტი ირჩევა თქვენს მიერ 5,000 აშშ დოლარიდან 50 000 აშშ დოლარამდე. ეს ლიმიტი ვრცელდება მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევის დროსაც.

რა რისკებისა და საფრთხეებისგან გვიცავს ავტო დაზღვევა?

როგორც უკვე აღვნიშნე ავტომობილის დაზღვევა ფარავს სხვადასხვა საფრთხეებსა და რისკებს, რომელიც ხელშეკრულებაში არის მითითებული. რა თქმა უნდა სადაზღვეო პაკეტის მიხედვით რისკების დაფარვაც განსხვავებულია, თუმცა შეგვიძლია გამოვყოთ ის ძირითადი საფრთხეები, რომელიც განსაზღვრულია ავტომობილის დაზღვევის სტანდარტულ პაკეტში. ავტომობილის დაზღვევა ფარავს შემდეგ რისკებს:

  • ავტოსაგზაო შემთხვევა (მძღოლის ბრალის ან ბრალის გარეშე ავარიის შედეგად);
  • ხანძარი, აფეთქება, სხვადასხვა საგნის დაცემა;
  • სტიქიური უბედურებები: მიწისძვრა, სეტყვა, მეხის დაცემა და ა.შ;
  • ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა;
  • მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ვანდალიზმი;
  • ავტომობილის დაზიანება ფორს-მაჟორის შედეგად (საომარი მოქმედება, გაფიცვა, მანიფესტაცია, საბოტაჟი, რევოლუცია და ა.შ).

კიდევ ერთხელ, კარგად გაეცანით სადაზღვევო კომპანიის მიერ შემოთავაზებულ პირობებს, სადაზღვევო რისკები, შემოთავაზებული პაკეტების მიხედვით, ყოველთვის განსხვავებულია.

რომელი სადაზღვეო კომპანიები ახორციელებენ ავტომობილის დაზღვევას?

სადაზღვეო კომპანიები და ლოგოები - ავტომობილის დაზღვევა
ავტოტრანსპორტის დაზღვევა შეგიძლიათ შემდეგ სადაზღვეო კომპანიებში: არდის კასკო, ირაო, ჯი-პი-აი, IC group, ალდაგი, უნისონი…

რა ძირითადი ფაქტორები განსაზღვრავს ავტო დაზღვევის საფასურს?

რა თქმა უნდა, ავტოტრანსპორტის დაზღვევისას სადაზღვევო პაკეტების პირობები დამოკიდებულია თვითონ სადაზღვეო კომპანიებზე, თუმცა ყველა მათგანი დაახლოებით ერთი სქემით ადგენს ავტომობილის დაზღვევის ღირებულებას. ის დამოკიდებულია: ავტომობილის საბაზრო ღირებულებაზე, შეძენილ დაფარვებზე, ავტომობილის გამოშვების თარიღზე, მძღოლის მართვის გამოცდილებაზე და ა.შ.

ავტომობილის დაზღვევის ღირებულების გამოთვლისას, ზემოთ ხსენებულის გარდა, სადაზღვევო კომპანია ითვალისწინებს რამდენიმე ძირითად ფაქტორს, რომელიც მოქმედებს ავტომობილის დაზღვევის საფასურზე. ესენია:

  • ავტომობილის მართვის გამოცდილება.
  • ავტომობილის კლასი. (სპორტული მანქანები მაღალი რისკის მატარებლებლად მიიჩნევიან და შესაბამისად მათი დაზღვევა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე მაღალი გამავლობის (ჯიპების).
  • ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა. (თუ ადამიანი ფრთხილია და იშვიათად ახდენს ავარიებს, მისი მანქანის დაზღვევა უფრო იაფი ეღირება, ვიდრე იმ ადამიანის, რომელსაც ხშირად მოსდის ავტოსაგზაო შემთხვევა).

დეტალურად რომ განვიხილოთ, ავტო დაზღვევის საფასური დამოკიდებულია იმაზე თუ რომელ პროდუქტს აირჩევთ – ავტო მექანიკას, ავტომატიკას თუ ავტოტრონიკს. ავტომობილის დაზღვევის ღირებულების გამოთვლისას, ზემოთ ხსენებულის გარდა, სადაზღვევო კომპანია ითვალისწინებს რამდენიმე ფაქტორს, რომელიც მოქმედებს ავტომობილის დაზღვევის საფასურზე. ესენია:

  • ავტომობილის მართვის გამოცდილება.
  • ავტომობილის კლასი. (მიჩნეულია რომ სპორტული მანქანები მაღალი რისკის მატარებლები არიან და შესაბამისად სპორტული მანქანის დაზღვევა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე მაღალი გამავლობის (ჯიპების).
  • ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა. (თუ ადამიანი ფრთხილია და იშვიათად ახდენს ავარიებს, მისი მანქანის დაზღვევა უფრო იაფი ეღირება, ვიდრე იმ ადამიანის, რომელსაც ხშირად მოსდის ავტოსაგზაო შემთხვევა).

რა შემთხვევაში არ აანაზღაურებს სადაზღვეო კომპანია ზარალს?

გახსოვდეთ, რომ სადაზღვეო კომპანიასა და დამზღვევს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულია გამონაკლისები, რომლის შემთხვევაში სადაზღვეო კომპანია ზარალს არ აანაზღაურებს. ამიტომ სადაზღვეო პოლისის გაცნობისას, აუცილებლად უნდა გაეცნოთ, როგორც დამატებით უპირატესობებს, ისე გამონაკლისებს.

სტანდარტული პაკეტების პირობების მიხედვით, არ აქვს მნიშვნელობა თქვენი მიზეზით მოხდა ავარია თუ არა. იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა გამონაკლისი შემთხვევა, რომელიც ძირითადად გულისხმობს: ავტომობილის მართვას ნასვამ მდგომარეობაში, ნარკოტიკული ნივთიერებების ზეგავლენის ქვეშ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობას, ღერძულა ხაზზე მოძრაობას, სადაზღვეო კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას და თქვენ საკუთარი ხარჯებით მოგიწევთ პრობლემასთან გამკლავება.

რა არის საჭირო ავტომობილის დაზღვევისთვის

ავტომობილის დაზღვევისათვის, როგორც წესი, საკმარისია ეს დოკუმენტები და პროცედურა:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მართვის მოწმობა;
  • ავტომობილის ტექნიკური პასპორტი;
  • აგენტის მიერ ავტომობილის დათვალიერება.