ქონების დაზღვევა – პაკეტების შედარება, ფასები, პირობები

სტატია განახლებულია: 7/8/2018, 12:51

უძრავი ქონების დაზღვევა

ქონების დაზღვევა – მზღვეველი კომპანიების პაკეტების შედარება

კომპანია რეიტინგი ლიმიტები: რემონტი/ავეჯი ონლაინ დაზღვევა
უნისონი ★★★★★ 1კვ.მ. 600 ლ / 30’000 ლ
ჯი პი აი ჰოლდინგი ★★★★☆ 1კვ.მ. 500 ლ / 20’000 ლ
ალდაგი ★★★★ 1კვ.მ. 450 ლ / 20’000 ლ
ირაო ★★☆ 1კვ.მ. 350 ლ / 20’000 ლ

უძრავი ქონების დაზღვევა

ქონება ყველა ჩვენგანისთვის არის უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია, რისი დაცვა და შენარჩუნებაც ყოველთვის საჭიროა. არსებობს უამრავი ფაქტორი, რომლებმაც შეიძლება თქვენი უძრავი ქონება საფრთხის წინაშე დააყენოს. ქონების დაზღვევა არის ჭკვიანური, მოხერხებული გზა იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ზედმეტი საფიქრალი, ფინანსური დანაკარგები და დაიცვათ თქვენი კუთვნილება გაუთვალისწინებელი და მოულოდნელი რისკებისაგან.

რა არის სახლის დაზღვევა?

სახლის, ბინის დაზღვევა ქონების დაზღვევის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. იგი უზრუნველყოფს ქონების ნებისმიერი მესაკუთრის (მოქალაქის, საწარმოს, სახელმწიფოს) ქონებრივი ინტერესების დაცვას მისი განადგურების, დაზიანების ან დაკარგვის რისკისაგან.

რა ტიპის ქონება შეიძლება დავაზღვიოთ?

უძრავი ქონების დაზღვევისას თქვენ აზღვევთ სახლს, აგარაკს, მათში განთავსებულ შიგთავსს (ავეჯი და ინვენტარი, საყოფაცხოვრებო, საინჟინრო მოწყობილობები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები). ასევე შეგიძლიათ, რემონტის და მესამე პირის ქონების დაზღვევაც.

თქვენი სურვილის მიხედვით დაზღვევა შესაძლოა განხორციელდეს შემდეგი კომბინაციებით:

– ბინა + შიგთავსი + რემონტი;
– ბინა + შიგთავსი;
– ბინა + რემონტი;
– მხოლოდ რემონტი, ან მხოლოდ ბინა.

რა რისკებისგან გვიცავს სახლის დაზღვევა?

რა თქმა უნდა დაზღვეული რისკები განისაზღვრება ინდივიდუალურად, სადაზღვეო პაკეტისა და კომპანიის მიერ, თუმცა არსებობს ის რისკები, რომლებსაც ძირითადად ყველა სადაზღვეო პაკეტში გვთავაზობენ.

სახლის დაზღვევა გვიცავს შემდეგი რისკებისგან:

– სტიქიური უბედურებები: წვიმა, წყალდიდობა, შტორმი, ქარიშხალი, სეტყვა, მეწყერი, მიწისძვრა, ზვავი, თოვლის სიმძიმე, ქვების ვარდნა;

– მეზობლის ბინიდან წყლის ჩამოსვლა;

– კანალიზაციის, წყალგაყვანილობის და ელექტროგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლა, გაზის ან საშინაო მიზნებისათვის გამოყენებადი გამათბობლების აფეთქება, გათბობის სისტემების დაზიანება;

– ხანძარი, კვამლი, აფეთქება, მეხის დაცემა, საფრენი აპარატის ან მისგან გადმოვარდნილი საგნების დაცემა;

– ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა;

– მესამე პირის ბოროტგანზრახული ქმედება, ვანდალიზმი;

– რემონტის, ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზღვევა სტიქიური უბედურებებისგან, ხანძრისგან და ქურდობისგან.

რისგან შეგიძლიათ დამატებით დავეზღვიოთ?

გარდა აღნიშნული დაფარვებისა, კლიენტის სურვილით, შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს სხვა სახის ხარჯებიც, კერძოდ: ზარალის ადგილის დასუფთავების ხარჯები; ქონების გადარჩენილი (დაუზიანებელი) ნაწილის გადატანისა და დაცვის ხარჯები.

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა რისკისაგან დაზღვევით კლიენტის მატერიალური ინტერესები სრულად იქნება დაცული, რაც გულისხმოს ამ რისკების დადგომისას დაზღვეულის ქონებისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას სადაზღვევო კომპანიის მიერ, რაც შესაბამისად უზრუნველყოფს ქონების აღდგენას (შეძენა, შეკეთება) პირვანდელ მდგომარეობაში.
რას გულისხმობს მესამე პირის ქონების დაზღვევა?

როდესაც სახლის დაზღვევას გადაწყვეტთ, არსებულ პაკეტთან ერთად თქვენ დამატებით შეგიძლიათ შეიძინოთ მესამე პირთა წინაშე პასუხიმგებლობის დაზღვევაც. რაც გულისხმობს იმ ზარალის ანაზღაურებას, რომელიც მიადგა მესამე პირის ქონებას თქვენს სახლში გაჩენილი ხანძრის, აფეთქების ან წყლის მილების მწყობრიდან გამოსვლი გამო (მაგ: თქვენი სახლიდან მეზობლის ბინაში ჩავიდა წყალი და სხვ.)

როდიდან შეგვიძლია დაზღვევით სარგებლობა?

სადაზღვევო პოლისი-ხელშეკრულების ვადა, მითითებულია პოლისში. როგორც წესი დაზღვევის პერიოდი განისაზღვრება არანაკლებ 12 თვის ვადით.

რაც შეეხება სადაზღვევო ხელშეკრულების ძალაში შესვლას, ის ძალაში შედი გრაფიკით განსაზღვრული სადაზღვევო პრემიის პირველი შენატანის გადახდისას, მაგრამ არა პოლისში მითითებული დაზღვევის პერიოდის დაწყების თარიღის 24:00 საათზე ადრე.

როგორ განისაზღვრება სადაზღვეო თანხა და პრემია?

სადაზღვეო თანხა განისაზღვრება კლიენტსა და სადაზღვეო კომპანიას შორის ურთიერთშეთანხმებით, ხელშეკრულების დადების მომენტში ქონების საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე.

შენობა–ნაგებობების შემთხვევაში, ის განისაზღვრება ქონების აღდგენითი ან საბაზრო ღირებულებით; შიგთავსის შემთხვევაში: ქონების შენაცვლებითი (საბაზრო) ღირებულებით.

რაც შეეხება სადაზღვეო პრემიას, ის განისაზღვრება კლიენტის მიერ სადაზღვევო პაკეტის (კონკრეტული სადაზღვევო რისკების) შერჩევის მიხედვით. სტანდარტულ შემთხვევებში, ქონების დაზღვევის წლიური ტარიფი განისაზღვრება 0,32%%. სადაზღვევო პრემია გამოითვლება, სადაზღვევო თანხის გამრავლებით შესაბამის ტარიფზე. სადაზღვევო პრემიის გადახდის გრაფიკი განისაზღვრება ინდივიდუალურად

რა არის ფრანშიზა და როგორ განისაზღვრება ის?

ფრანშიზა, ანუ აუნაზღაურებელი მინიმუმი არის თანხა, რომელიც არ ანაზღაურდება სადაზღვეო კომპანიის მიერ. როგორც წესი ფრანშიზის ოდენობა დამოკიდებულია დასაზღვევი ობიექტის ტიპზე, მდგომარეობაზე, სხვადასხვა რისკ ფაქტორებზე და მისი სიდიდე განისაზღვრება კლიენტსა და სადაზღვევო კომპანიას შორის ურთიერთშეთანხმებით, ინდივიდუალურად.

როგორ მოვიქცეთ სადაზღვეო შემთხვევის დროს?

როდესაც თქვენი ქონებაზე იმოქმედებს ზემოთ ჩამოთვლილის რისკ ფაქტორები, რომლისგანაც აზღვევთ მას, აუცილებელია სწორი რეაგირება, რადგან შემდგომ არ გართულდეს თქვენსა და სადაზღვეო კომპანიას შორის ურთიერთობა და ზარალის ანაზღაურების პროცესები.

სადაზღვეო შემთხვევის დადგომის დროს, აუცილებელია მიმართოთ კომპეტენტურ ორგანოებს. მაგალითად: მესამე პირთა ვანდალური, ქურდობის, ძარცვის, გატაცების და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაში აუცილებლად გამოიძახეთ საპატრულო პოლიცია. ხანძრის, ან სტიქიური უბედურების დროს შესაბამისი დამხმარე ორგანოები და ა.შ.

გახსოვდეთ, რომ სადაზღვეო კომპანია მოითხოვს ამ ორგანიზაციების მიერ გაცემულ დოკუმენტებს. აღნიშნული დოკუმენტების არ წარმოდგენის შემთხვევაში კი, მათ შეუძლიათ არ აანაზღაურონ ზარალი.

სადაზღვეო შემთხვევის დადგომის დროს, ასევე აუცილებლად აცნობეთ სადაზღვეო კომპანიასაც, რათა მათაც მოახდინონ დროული რეაგირება.

შეინარჩუნეთ დაზიანებული ქონება იმ სახით, როგორც ის აღმოაჩინეთ სადაზღვეო შემთხვევის დროს, სანამ არ მოვა სადაზღვეო წარმომადგენელი.

სადაზღვეო წარმომადგენლის მოსვლამდე, არ გასწიოთ შემთხვევასთან დაკავშირებული რაიმე ხარჯები.

აქვს თუ არა ზარალის ანაზღაურებას რაიმე ლიმიტი?

ზარალის სიდიდე განისაზღვრება სადაზღვევო კომპანიისა და დამზღვევის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ზარალის მომენტისათვის არსებული საშუალო საბაზრო ფასების გათვალისწინებით.

გაითვალისწინეთ, რომ ზარალის ანაზღაურებას გააჩნია თავისი ლიმიტი, რომლის შესახებ თქვენს სადაზღვეო პოლისში იქნება მითითებული. თუ სადაზღვეო პერიოდის განმავლობაში, კომპანია მოახდენს ზარალის ანაზღაურებას, მაშინ ანაზღაურების ჯამური ლიმიტი შემცირდება გადახდილი ანაზღაურების ოდენობით.

რა შემთხვევაში არ ანაზღაურდება ზარალი?

სანამ საკუთარ სახლს დააზღვევდეთ გახსოვდეთ, რომ ყველა სადაზღვეო პოლისში მითითებულია ის საერთო გამონაკლისები, რომლის შემთხვევაში თქვენს ქონებაზე მიყენებული ზიანის შემთხვევაში დაზღვევა არ მოახდენს ზარალის ანაზღაურებას. რა თქმა უნდა, თითოეული პოლისი ინდივიდუალურია და შესაბამისად, ზემოთ ხსენებული გამონაკლისებიც. თუმცა არსებობს ის ძირითადი გამონაკლისი შემთხვევები, რომელსაც ყველა სადაზღვეო პოლისი მოიცავს.

არ ანაზღაურდება ზარალი, რომელიც უკავშირდება შემდეგ მოვლენებს:

– ომი, საომარი მოქმედება, რევოლუცია, აჯანყება, ტერორისტული აქტი, გაფიცვა და სხვ.

– სახელმწიფო ორგანოების ბრძანებით ქონების განადგურება, კონფისკაცია და სხვ.

– ბუნებრივი პროცესების (ამორტიზაცია, ცვეთა, კოროზია ეროზია, დანესტიანება) შედეგად გამოწვეული დაზიანებები;

– ზარალი ან დაზიანება გამოწვეული: ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ალკოჰოლური ნივთიერებათა ზემოქმედების ქვეშ მყოფი დამზღვევის, მისი წარმომადგენლის, ოჯახის წევრის, ან მასთან ერთად მცხოვრები პირის ქმედებით;

– ზარალი ან დაზიანება, გამოწვეული თქვენი (მოსარგებლის), თქვენი ოჯახის წევრების, ასევე პირების, რომლებიც ცხოვრობენ დაზღვეულ ნაგებობაში განზრახ, ან უხეში გაუფრთხილებლობით დაზღვეული ქონების მიმართ და სხვ.

რომელი სადაზღვეო კომპანიები ახორციელებენ უძრავი ქონების დაზღვევას?

უძრავი ქონების დაზღვევას ახდენენ საქართველოში მოღვაწე შემდეგი სადაზღვეო კომპანიები: ჯი-პი-აი ჰოლდინგი, ირაო, ალფა, ალდაგი, არდი, ტაო, IC Group-ი. ასევე და თიბისი ბანკი.

რა არის საჭირო სახლის დაზღვევის გასაფორმებლად?

– თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
– ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
– აი სი ჯგუფის სადაზღვეო აგენტის მიერ თქვენი დასაზღვევი ქონების დათვალიერება.